0 368

საქართველოდან ტაო-კლარჯთში დაბრუნებული ბიჭის მონოლოგი


„კიდევ ერთხელ მიამბე გურჯისტანზე ეფენდი,
ისევ იმეორებდა ბიჭი ტაო-კლარჯელი
და უსმენდა უსიტყვოდ, ცრემლიანი თვალებით,
თურქ ეფენდის სამოსში ოთხმოცი წლის ქართველი“

მოსვლის მიზეზი მარტივია -
მე აქ სახლი მაქვს!
მე აქ მიწა მაქვს!
ტაძარი მაქვს!
ჩემივე თავი
ჩამოგიტანე ეფენდი და
სანამ ჩაგთვლემდეს,
ყური დავუგდოთ ბრმა წარსულში
დამწყვდეულ ბღავილს.
ჩამოვისვენოთ ჩვენს ტკივილთან,
სევდის გუბესთან,
დღეს ყველა სიტყვა შვება არის,
ხსნაა, მუხტია.
გეტყვი -
ქალები თუ კი ჩადრით მოგვიგუმბათეს,
ტაძრებს გუმბათი ჩადრებივით გადაუხდიათ.
მოუღეღიათ კუთხეებიც
ირგვლივ იმდენად,
(იფიქრებს კაცი - ასე იყო ალბათ ოდითგან) -
ერთ-ერთ მათგანში
მცირე ლოცვა თუ აღვლინდება,
თითოეულს რომ ესმოდეს და
სული მოითქვან.
ანგელოსების მარხილებიც აქვე კივიან,
ამღვრევენ სათქმელს ტკივილები,
ასე შებოჭილს,
მე აქ დავბრუნდი რადგან წასვლა
ეს იგივეა -
საქართველოდან რომ წახვიდე
საქართველოში...
მზად ვარ ეფენდი
ყველა ღამე თეთრად ვათენოთ,
თორემ სხვა ნაპირს მისდგომია
ჩვენი ნიჩბები,
ეკლესიაში დღეს მეჩეთი შემოგიტანეს
და ფეხშიშვლები
ფეხაკრეფით დაააბიჯებენ...
ფიქრი იმაზე რომ ვერავინ იზამს ჩვენოდენს,
სისულელეა,
უაზროა ყველა გოდება,
ტაძარს ოდესმე
თუ კი ლოდი მოერღვეოდა,
ჩვენი ბიჭები უდგებოდნენ მახსოვს ლოდებად.
მხოლოდ ეს დარჩა ერდადერთი
ახლა სალბუნი,
შვებაც მან ჰპოვა რწმენისათვის
ვინაც იწამა,
მოსვლის მიზეზი მარტივია,
ჰოდა დავბრუნდი,
მე აქ სახლი მაქვს!
ტაძარი მაქვს!
მე აქ მიწა მაქვს!
სადღაც დაფნების სიმშვიდეში
კრთება ოსანა,
ალბათ უფალმა საბოლოოდ
ასე ინება, -
რომ მეც შენსავით
თურქულ სამოსს შევიმოსავ და
ცრემლებმორეულს ტირილამდე ჩამეთვლიმება!...

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)