ჩვენ და ქალაქები


და ქალაქების შემცირებულ
ტერიტორიას
უკვე კოცნამდე,
სურვილები მოაქვს
შვილების,
სხეულში ნერვიც აღარ დამრჩა
დაუტბორავი,
შენი ნდომებით,
განცდითა და
ფერმიხდილებით.

ვგავარ ჩრდილში მდგარ შეყვარებულ
პოეტ-ოფიცერს,
ვანხორციელებ მოძრაობას პარალიზებულ,
დიაგნოზში კი უმეტესად
ჰემოგლობინზე,
შენს მონატრებას  აჩვენებენ
ანალიზები...

ჩვენ რომ ვჩერდებით მერე ქუჩა დადის
ხმაურით,
მშიერი მზერით გვიცქერიან
იეზიდები,
მატარებელი დაიძრა და
მე შენს აურას,
დღეს თბილისადან ბათუმისკენ
მივეზიდები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი