ბავშვობის ექსპრომტი


ციკლიდან: ბავშვობაში დაწერილი ლექსები

„კოპიროვკის“ ფერადი და სიფრიფანა ქაღალდები,
დრომ რა უცებ წაიღო,
მეზობელის გოგოს როგორ ველოსიპედს ვახარბებდი,
წვიმამ არ გადაიღო.
წვიმამ არ გადაიღო და დღემ ათი წლის მოგონებად
ათი წუთი გაიღო.

რაც გრძნობებთან ახლოს არის დასაწერად მეძნელება,
ყავისფერი მაგიდა,
ადრე ჩემზე დიდი იყო, ვუყურებ და მეცინება,
დრო რა უცებ გავიდა.
სკოლის წლები მე და შენ და წვიმა ისევ, ბევრი წვიმა,
ჩამოყარა ამინდმა.

ჩემი ძველი სიყვარულიც მაგ ბავშვობას შელეკია,
წლები წლებმა წაიღო,
ჩემი ძელი მონატრებაც მაგ ბავშვობას შელევია,
წვიმამ არ გადაიღო.

ახლა ბავშვით ხელში ისევ ჩვენს სკოლაში შედიხარ და
რა ამაოდ გელოდი,
ჩემთვის ახლა სიყვარულზე, გაცილებით მეტი ხარ და
შენც თუ დაქალდებოდი -
არ მეგონა, წვიმა ისევ, ბევრი წვიმა, ჩამოყარა ამინდმა,
ბავშვობის და სიყვარულის, წლები ჰოი, რა უეცრად გავიდა.

უამრავი მსგავსი მაგრამ უფრო ჩემი ისტორია მთავარი,
ლექსიც ბანალურია და ესე ლექსიც სამწუხაროდ ჩემია,
გამივლია რამდენი და კიდევ ნეტა რამდენი მაქვს სავალი,
თურმე წვიმას  სხვაგვარი და
უღიმღამო, მონატრება სჩვევია!...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი