აქაც და იქაც საქართველოა


ციკლიდან: ბავშვობაში დაწერილი ლექსები

აქ ვიღაც თვრება და არ იკლებს
ქალაქის პრესტიჟულ რესტორნებს.
აქ, სადღაც, ქართველი მღერის და
იქ, სადღაც, სხვა ქართველს ესროლეს.

ზოგისთვის - მწვანეა ჯერ კიდევ,
ზოგისთვის - გაწითლდა მინდორი,
სადღაც, აქ,  ქართველს აქვს ლხინი და,
სადღაც, იქ,  სხვა ქართველს - დიდგორი.

იქ ზოგი სამშობლოს იცავს და
აქ ზოგი კუჭს და მტერს ახარებს,
მეუღლე ზოგის - შავს იცვამს და
ზოგის კიდევ, - იცვლის საყვარლებს.

იქ ზოგი თავის ვალს იხდის და
ზოგი კი - სულელ თავს არიდებს,
ზოგი შვილს უმღერის “ნანას” და
ზოგიც - ლუ მინალით აძინებს.

სადღაც, აქ, დრო გაჰყავთ უსაქმურთ,
სადღაც კი - ტყვიის წინ დგებიან...
სადღაც, აქ,  კვდებიან შიდსით და
სადღაც, იქ, გმირულად კვდებიან.

ეს საქართველოა სხვადასხვა!
ზრდის ერთად მლიქვნელს და პატრიოტს,
თუმც სადღაც დაშვებულ შეცდომებს
ცხოვრება არავის პატიობს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი