0 347

ჩემს მერის


ჩემს მერის ახლა ჰქვია მარია,
მტრედი დაფრინავს ფრაგმენტ ფრაგმენტ და
თუ გგონია რომ ღმერთი მკვდარია,
მაშინ უბრალოდ ლექსი აღმერთე.

ნახე შემოაქვს დილა აისორს,
იზმორებიან გარეთ ვერხვები,
ქალაქიც ხალხით ისე გაივსო,
რომ გადამყლაპა ქუჩამ შემთხვევით.

ღმერთის სუნი აქვთ ახლა გუმბათებს
და ხალხის სუნით სუნთქავს ტაძარი,
უხერხულია პოეტს უყვარდე,
ლექსი სხეულში თუ არ გაცარი.

თითო კოცნა და თითო ვარსკვლავი,
აკლდება ღამეს, დღეს და გარედან,
ჩანს თითქოს გული გრძნობას ასრულებს
და გარდატეხის ასაკს პლანეტა.

მტრედი დაფრინავს ფრაგმენტ ფრაგმენტ და
ჩემს მერის ახლა ჰქვია მარია,
შენ კი უბრალოდ ლექსი აღმერთე,
თუ გგონია რომ ღმერთი მკვდარია!...
კომენტარები (0)