ცეცხლის პეპლები (ჭილაძე. რელექსი)


გახსოვს ის წელი? ახალი წელი!
თოვა და თოვლის ფიფქები მეკვლედ,
რომ იხსენებდი ჩემს პირველ წერილს,
მღვრიე კოცონთან და ცეცხლის პეპლებს -
დაპენტილ თმაში გიქრობდა ქარი,
თმაში, პირველი თოვლით დაპენტილ,
მას შემდეგ ერთი გავიდა წელი
და კიდევ ერთი თოვლით დავბერდი.
თუმც ფიქრში გაცმევ დედოფლის კაბას
და დახუჭული თვალებით მღვიძავს,
ყელში მობჯენილ ცრემლივით ყლაპავს
ეს თოვლიც - კიბეს, აივანს, მიწას,
მაგრამ იმედი „ნეტავს“ და „იქნებს“
ძალად მიტოვებს ნერვებში, მოშლილ...
და სიცხიანი ბავშვივით ვიქნევ
გათოშილ ხელებს ამ პირველ თოვლში
და ვუსმენ ცის ხმას, შენს ხმას, ჩემს წერილს...
და მაგ სიცილსაც ზვავად მოწოლილს
და მაგონდება ახალი წელი,
ცეცხლის პეპლები, ჩვენ და კოცონი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი