ანდრო შანიძეს


როცა მილანში, აანთებენ "გაე აულენტს"
როცა პიაცა მზის ჩირაღდანს ზეცას მიაწვავს,
ჩვენ თეთრ დუქანში ქალაქს თითო ჭიქას დავულევთ
და გავიხსენებთ ბათუმშიც რომ არის პიაცა.

გაივლის ქუჩა ჩვენს ტერფებქვეშ და კმაყოფილებს
შეგვეფეთება ალეწილი წვიმის რტოები,
სიმთვრალე სახლთან სიგარეტსაც გაგვაყოფინებს
და ერთმანეთსაც დავშორდებით, თუმცა დროებით.

ამ დროს სხეულში სურვილები უფრო მატულობს,
აშკარად ყველა სათარეშო მოვითარეშეთ
და თუ ცხოვრება არ არსებობს უსიყვარულოდ,
ჩვენთვის სუნთქვაც არ შეიძლება ლუდის გარეშე

და გავიხსენებთ ბათუმშიც რომ არის პიაცა,
მერე სველ ქალაქს მეათასე ჭიქას დავულევთ,
ამ დროს პიაცა მზის ჩირაღდანს ზეცას მიაწვავს
ამ დროს მილანში, აანთებენ "გაე აულენტს"...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი