0 241

რომ


რომ მიმატოვე იტყვიან ზოგან,
პირიქითაც რომ იტყვიან ვიცი
და უკანასკნელ თეთრივით ვზოგავ
სიზმრებში - შენს თმებს,
შენს თვალებს,
სიცილს

და ამ სიზმრების ბრწყინვალე ტივით
დავცურავ...
მაგრამ მოწმეა ღმერთი -
რომ ყოველ ღამით მე ვიხდი ტკივილს
და ვკიდებ შენი კაბების გვერდით.

არ ეკარება ამ კედლებს ძილი,
დროც ყველა მორიგ მოლოდინს მიჯნავს,
თუმც მაგიდასთან ყოველი დილით
ვალაგებ ორ სკამს, ორ თეფშს, ორ ფინჯანს

და ვავსებ სევდით, სტროფებით, წყლის ხმით,
შენ კი სადა ხარ ამ დილით ნეტავ?
და როგორც ცრემლი და როგორც სისხლი,
ოთახში წვიმის მუსიკა წვეთავს...
კომენტარები (0)