პოეტების ბაზარი


მთელი მსოფლიო დაცარიელდა
რა მანჰეტენი, რის უოლ-სთრითი,
აქ, საქართველოს დასალიერთან,
თურმე პოეტთა ბაზარია და
ყველა თავ-თავის მონაგარს ჰყიდის.
ჰყიდიან ბწკარებს, სტროფებს ჰყიდიან,
თავ-თავიანთიც უდგათ კარავი,
მუშტარს უჩივის თითქმის არავინ,
ყველა პოეტთან დიდი რიგია,
რითმაც კი არ ჩანს მოსაპარავი,
აქ რითმებს მხოლოდ ფულზე ჰყიდიან.
ამ ბაზარს, ამ გზას, ბილიკს, ლიანდაგს,
ბევრი მგზავრი ჰყავს უკვე წლებია,
აქ პოეტები მუშტრდებიან და
მუშტრები თურმე პოეტდებიან.
აქ ვაჭრობს ყველა ჯიშის პოეტი,
მხოლოდ ერთი ზის თავის დარაჯად,
წინ უდევს დაფა, ხოლო დაფაზე
მკრთალად წერია: "ვყიდი ტკივილებს"
მაგრამ მის ახლოს ხალხი არა ჩანს
ტავარს იმდენად ძვირად აფასებს...
.... .... ..... ..... .... ..... .... .... .... ....

ჩემთან არ ხარ და ეს წლები მიდის,
ცა წვეთ-წვეთობით იცლება ციდან,
მეც შენს სიყვარულს ყოველდღე ვყიდი
თუმც იმხელაა ვერავინ ზიდა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი