როცა ღმერთი და ანგელოზები სხდებიან ერთად ..


როცა ღმერთი და ანგელოზები სხდებიან ერთად
და როცა მათ წინ ასვენია ცოდვის სასწორი,
განკითხვის დღეა და შემსვლელნი შიშით შედიან,
რადგან ფიქრობენ რომ იმათ მადლს ცოდვა დასწონის.

იმ დღეს პირველი განაჩენისთვის შევიდა ქურდი,
მისი სასწორი აურაცხელი ცოდვით ბნელოდა,
როდესაც ჰკითხესო - საიდან ხარო - თავი ასწია
და თითქმის ურცხვად, ამაყად თქვა: საქართველოდან.

იმ დღეს მეორე განაჩენისთვის შევიდა მკვლელი,
თვით ანგელოზებს დაჰყურებდა თითქოს ზემოდან,
როდესაც ჰკითხეს - საიდან ხარო - უფრო განრისხდა
და სიამაყით განაცხადა: საქართველოდან.

იმ დღეს მესამე კაცი იყო გალაკტიონი,
უკვე შესვლამდეც მისი სიწმინდის ყველას სჯეროდა,
როდესაც ჰკითხეს - საიდან ხარო - თავი დახარა,
ხოლო პასუხი იგივე იყო: საქართველოდან.

იმსჯელეს ანგელოზებმა და ასეთი რამ დაუშვეს -
იმ დღეს სამივე შემსვლელი მათ სამოთხეში გაუშვეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი