0 308

როგორ შეცვლილხარ საქართველოვ ..


როგორ შეცვლილხარ საქართველოვ, როგორ შეცვლილხარ,
ლამის საზღვრები დაგიტოვონ ამოსაქოლი,
შენი ქუჩების, შენი გზების, რაც თუ გადარდებს
და წარსულიდან გრჩება ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ -
დედაქალაქში გამართული გეი პარადის.
როგორ შეცვლილხარ საქართველოვ, როგორ შეცვლილხარ…

როგორ შეცვლილხართ მეგობრებო, როგორ შეცვლილხართ,
თქვენ არ იცოდით თუ რა ნაღველს იტევდა გული,
ხელის ჩაქნევაც არ ყოფილა მახსოვს აქამდე,
დღეს იცით, მაგრამ მაინც ვრჩები მიტოვებული
მეფე ლირივით... და დასკვნაა - თქვენ არ გადარდებთ!
როგორ შეცვლილხართ მეგობრებო, როგორ შეცხვლილხართ…

როგორ შეცვლილხარ იეშუა, როგორ შეცვლილხარ.
რაღა საეჭვოდ გაიხადე ხალხში დარჩენა?
რატომ არ არის ირგვლივ რწმენის ერთი ნაგრამიც?
ფაქტია რომ შენს ჯვარცმას უნდა გადავერჩინეთ,
დღეს კი პირიქით, სათითაოდ ჯვარზე გვაკრავენ,
როგორ შეცვლილხარ იეშუა, როგორ შეცვლილხარ…

როგორ შეცვლილხარ სიყვარულო, როგორ შეცვლილხარ,
გაუტაცნია ოცნებები ცქერისას მარჯანს,
ჩვენ ავირჩიეთ ერთადერთი ინიციალი.
გზა კი რომელიც გავიარეთ მოხედვით არ ჩანს
და დღეს ლექსისთვის სხვის ბილიკზე დახეტიალობ,
როგორ შეცვლილხარ სიყვარულო, როგორ შეცვლილხარ…

როგორ შეცვლილხარ ჩემო თავო, როგორ შეცვლილხარ,
სტრიქონდაცლილი, სისხლდაცლილი შემრჩი ბოლომდე,
ძველი ტკივილიც ხელაღებით წავიდა, გაქრა,
შენ ერთი მაინც სხვანაირი მსურდა მყოლოდი,
შენ ერთი მაინც არ შემცვლოდი მინდოდა მაგრამ
როგორ შეცვლილხარ ჩემო თავო, როგორ შეცვლილხარ!..
კომენტარები (0)