ასეთი


ასეთი ქარია, შენ მიცქერ ასეთი
ქარივით. მშფოთვარე - სარკმელია
ღია, გამოხურე - სულ ბოლოს ასე თქვი,
დასძინე - არ უნდა დამელია
ამდენი, ქარია, ასეთი, გამოვხურე
ოთახი, ჰაერი დამძიმდა,
მერე შენ კედლისკენ დაწექი მარცხნივ და
ფიქრები შემატოვე ასეთი.
ვინანე, ვიფიქრე , მივხვდი რომ ესეა
ცხოვრება, ხვალ ცოტას ვიშოვი...
და დარჩა წყენასავით - ობოლი პოეზია
შენსა და ჩემს მორიგ ძილს შორის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი