ზაზა ფირცხალაიშვილს


ყველაფერი ახლა ისე გაქრა,
როგორც შუქი ამ უმთვარო ღამით,
ვიცი ცდილობ გამოსწორდეს მაგრამ,
კუზიანი არ სწორდება ძამი.

ხანჯალს, ისევ შენს ნაჩუქარ ხანჯალს,
ზურგში ჩაგცემს უგნური და ხამი,
ყველაფრიდან არაფერი დარჩა,
უმადური არ სწორდება ძამი.

მოიბეზრებს ჭორებსა და ქილიკს,
სიმშვიდეში გამოკრთება ჩქამი,
ნაბიჭვრის და არაკაცის შვილი,
კაცი ვერსად ვერ იქნება ძამი.

თუმცა იცის ვინც ვიყავით, რაც ვართ
და სახეზეც გადაუვლის ფითრი,
ზის და მისი ცოდვის - დათვლის ნაცვლად
სასთუმალთან ბოლო წუთებს გითვლის.

შემდეგ უფალს, ვიხსენებთ და ვუცავთ -
ზურგს ერთმანეთს, გვიმაგრდება მხრები,
ეხ, რამდენი გავიცანით თუმცა,
ბოლოს მაინც მარტოდმარტო ვრჩებით.

კვლავ ვიტოვებთ იმ გრძნობების ნაგრამს,
ბრძოლაში რომ გაგვეფანტა ლამის,
გვინდა ყველა გამოსწორდეს მაგრამ
კუზიანი არ სწორდება ძამი!...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი