მარტივი ამბავი


ცხოვრებაში ერთხელ მაინც
გაიფიქრებს ათეისტი
რომ ღმერთი არსებობს
და
ერთხელ მაინც
იფიქრებს მორწმუნე
უფლის არარსებობას.)

და შენ არ გწამდა!
მე მიკვირდა,
ჩვენ ხომ ერთმანეთი ნოეს კიდობანში
გავიცანით და შეგვიყვარდა...

შეგვიყვარდა -
ახალი წელთაღრიცხვის შემდეგ მოყოლილ
სიყვარულის სამაგალითო ისტორიებზე
ადრე.
სწორედ მაშინ ვისწავლეთ
სარკის ნაცვლად -
ერთმანეთის თვალებში
გაგვესწორებინა თმა.

ხოლო როცა ყველაფერი დასრულდა
კიდობანზე უარაფროდ ასულებმა
ჩვენ-ჩვენი გულის კიდობნები
ჩამოვიტანეთ უკან,
რომელშიც ერთმანეთი
აღარ შეგვიყვანია...
.
ახლა კი ვზივართ ასე, უერთმანეთოდ,
ღია ცის ქვეშ,
შენ ღმერთის გწამს,
მე აღარ -
იმის იმედით რომ
კიდევ ერთხელ მოხდება წაღვნა!...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი