დავეძებ..


დავეძებ სათქმელს, რაც არასდროს არავის უთქვამს...უბრალო კიბეს, მეგობართან რომელიც ადის,ზამთრის ყინვაში,გაზაფხულის დავეძებ სუნთქვას,სიტყვის მოსმენასუფრო ვარჩევ, ვიდრე შარადის.ზურგს, გამარჯობასარასოდეს არ ვეუბნები,თოხის ტარებზეჩამომჯდარი საღამო მიყვარს...მენატრებიანმომღიმარი ძველი უბნები...ფიქრებს ბავშვობახელს ჩაჰკიდებს და სადღაც მიჰყავს.მზეს ვეძებ...გუთნიდედებთან რომ გაიოფლება,მთვარეს, - ღელეში,გამომტყვრალი როგორ ჩაწვებადა კვამლს, - ზამთრისასრომ იციან მთაში სოფლებმაფიფქებს, - წვეთებადრომ აქციეს ბავშვის ღაწვებმა.რა ვქნა, წარსულმამოგონებებს არ მიმაკარა...გოგონას ვეძებ,თეთრი კაბით და გულსაბნევით...გაუცხოებულორღობეში ვხედავ პატარას,შენი თვალებით,შენი ფერით, შენი დაბნევით.აბრიალდებაეზოებში ისევ ძახველი...შემრცხვება... გახსოვს,სახეზე რომ ალმური ვიცი...ცაცხვი, დანით რომამოვჭერი შენი სახელი –გაზრდილა...ცისკენ წაუღია ბავშვური ფიცი.ახლა კი გული,ხურჯინივით მინდა დავცალო,კართან ჯიუტადჩამომჯდარი წლების კალათში...და წუთისოფელსარაფერი არ დავაცალო...თორემ სჩვევია,ასე მწარედ, გულთან თამაში.

წყარო: l070707.blogspot.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი