1 1443

ახლა სხეულში ჩამდგარა ..


ახლა სხეულში ჩამდგარა წრიალი,
ფანქარიც არ არის წათლილი,
კუხნაში კერძი მზადდება წვნიანი,
მექნება წადილის მაგვარი სადილი.

ბუფეტზე ლპება დიდი ფორთოხალი,
ბუფეტში ინახება კაკლის მურაბა
და დერეფანში ბავშვები ფორთხავენ
ღნავილით, ჩხავილით წაიღეს ყურები.

აგერ ტრამვაიმაც გადაიგრიალა,
ათრთოლდა შენობა, ათრთოლდა მაგიდა,
ათრთოლდა მაგიდა მრავალ წიგნიანი,
ათრთოლდა სურათი, კედელს რომ დაკიდეს.

გარეთ მზე ანათებს არასაიმედო,
გეშინია მზე არ მოთოვს,
ისეთ მზეს ზამთარი განა გაიმეტებს,
ისე რომ უკან არ მოგთხოვოს.

ახლა ვამზადებ „ნიანგის“ მასალას,
ტექსტებს, თემებსა და ლექსიკონს,
თუ ვერ გავხდები საქვეყნო მასხარა,
ხომ გავაცინებ ბესიკას.

ღმერთო დამიფარე, ღერთო დამიფარე,
მოჰგვარე ნერვებს სილბო და სიმშვიდე,
თუნდაც ზეცაში შენთან დამიბარე,
ოღონდ ნუ მიმიყვან შეშლამდე.

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)