გადაფრინდა სადღაც წერო ..

გადაფრინდა სადღაც წერო,
ფრთები გაჰკრა ელამად,
ეს გული რომ გადაწერო
არ გეყოფა მელანი.

გადაფრინდა სადღაც წერო,
გაიყოლა მუდარა,
ეგ გული რომ გადაწერო,
ბევრი არა უნდარა.

წყარო: litklubi.ge