0 863

გადმოეყრდნობოდი აივანს ..


გადმოეყრდნობოდი აივანს მზესავით,
მე დაბლა გელოდი იდუმალ ლანდივით,
ეს იყო პირველად, მეორედ, მესამედ,
მეთედ... ეს იყო სიცოცხლე ნამდვილი.

ჩვენ, როგორც მუნჯები, თითებით, თვალებით,
იქ, სიმარტოვეში, ვნიშნავდით პაემანს,
გელოდი თვალებით, გელოდი წვალებით,
გელოდი, ვით შენზე პოემას.

მე ეხლაც ყოველდღე აივანს შევყურებ,
სარკმელი, სარკმელი, დარაბა, დარაბა
და სარკმლის დირეზე კატა თვლემს მეფურად,
რომელიც, ძვირფასო, ოდნავაც არა გგავს.

ზოგჯერ აივანზე მამიდა მდუმარე
ქარგავს გულმოდგინედ, თანდათან ღამდება,
თაგვი იბადება პირზე სასთუმალის.
კათა უთვალთვალებს თაგვის დაბადებას.

კატა უთვალთვალებს დაძაბულ კუნთებით,
თაგვი დაიბადა და კუდით იმკობა,
მამიდაშენი თუ გონია ინკუბუს.
კარგია ძვირფასო ეგ შენი მამიდა,
მაგრამ ეგ მამიდა არა გავს რამითაც.

შენ წახველ, გათხოვდი, გამცვალე მე სხვაზე,
ამაოდ შევყურებ აივანს მდუმარი.
მაგრამ, დავიჯერო, არ მოხვალ, ძვირფასო,
ძვირფას მამიდასთან შენ, როგორც სტუმარი?

მე ვიცი, მეუღლით ეწვევა აივანს,
ნატარ თქვენ! ვაი, მე!

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)