გენერალი ქალაქიდან დამპირდა ..


გენერალი ქალაქიდან დამპირდა გასახლებას,
გენერალი მილიციის.
ვინ იცის, ცხოვრებაში ვის რა გადახდება,
ვის გაასახლებენ, ვინ იცის?
მე ერთი კაცი ვარ უდანაშაულო,
ჯიბეში არ მიდევს ჯაყვაც კი,
მაგრამ ორშაურსაც მუდამ ვერ ვშოულობ,
თუმც მნიშვნელოვანი ვარ მოღვაწე.
სხვის ხარჯზე მოვილხენ ყოველდღე,
საკუთარი არა მაქვს რადგანაც,
თმცა მთელ ქალაქს მოვედე
და კიდევ გავწვდები ათ ქალაქს.
ნეტავი მეყიდა ლატარეა,
რაიმე მომეგო ლატარეაში,
ნატავი ვყოფილიყავი პატარაია,
დიდი ხეირია პატარაიაში.
გენერალი ქალაქიდან დამპირდა გასახლებას.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი