ვერმოსვენება ლექსით ..

ვერმოსვენება ლექსით,
მერე გავარდნა ქარში,
ქარში ძახილი გესმის,
ქარში ჭიხვინი რაშის.
ბედუინების სევდა
და წარმართების გლოვა
ქარში კვალდაკვალ მდევდა,
ქარში მეორედ მოვა.
სული იძახის: ვლიდე!
მივალ, მომყვება ქარი.
არ არის ქვეყნის კიდე.
არ არის ქვეყნის კარი.
მივალ, შემხვდება ზეცა,
გზას დამილოცავს წვიმა,
გზას დამილოცავს მზეცა,
გზადალოცვილი მივალ.
მივალ, არ ვიცი, საით
საიდან მოველ, როლს...
ქარი იძახის მაინც:
მოდის, ო, მოდის, მოდის!

წყარო: litklubi.ge