ვწევარ ნაპირზე ..

ვწევარ ნაპირზე, მივაბჯინე თვალები ზეცას,
დაბლა კი ზღვაა და ზღვა, ტალღებს ტალღებზე კეცავს.

ცაა უსასრულო, გამზადილი დასაწერადა,
დინჯი ნაბიჯით გადირია მწკრივმა წეროთა.

ვარ უსაბამო, უსასრულო, არა მაქვს ბოლო,
მადნობს სივრცე და ვიკარგები, ვითარცა ბოლი.

წყარო: litklubi.ge