მაღალი შუბლი ..

მაღალი შუბლი, უცხო თვალები,
უცხო თვალები - გაჭრილი ცერად,
სად ოკეანის იყო წვალება
და თვალებიდან მწუხარე მზერა.

მაღალი ყელი, თეთრი საყელო,
და ჭლექიანის სათნო იერი...
მისუსტებული ხმით ჩაახველა
და იგრძნობოდა ზღვა სიძლიერე.

დინჯი ნაბიჯით ქუჩა გალია,
გამზირთან შედგა უძლურ ხველებით...
თქვა: რა სივრცეა, რა სიგანეა!
და საკუთარი იგრძნო ხელები.

წყარო: litklubi.ge