მახსოვს სიფითრე ..


მახსოვს სიფითრე და ჩურჩული თქვენი ბაგისა,
მეუბნებოდნენ: ჩამოგყვებით სამარეშიცო,
სად სიყვარული შეიძლება უსპეტაკესად -
სამარადისოდ...

ყველამ დატოვა, დავშთენილვარ თქვენი ამარა,
და ეხლა ვხედავ - საიქიოს ვლიან ლანდები;
დიდიხანია მე მიმელის ჩემი სამარე,
წამობრძანდებით?

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი