სადღაც მოკვდა თარი მძიმედ ..

სადღაც მოკვდა თარი მძიმედ,
ისევ აღსდგა მკვდრეთით ბოლოს,
დღეს ნურავინ დავიძინებთ,
ღვინო ვსვათ და გავაბოლოთ.
გავაბოლოთ ყალიონი,
გავაბოლოთ ერთად ყველამ,
ღვინო უნდა დალიონო,
ასე ბრძანა ქალპეპელამ.
ასე ბრძანა ქალპეპელამ,
ბანი მისცეს არიფებმა,
ღვინო უნდა შესვათ ყველამ,
არ დავლიოთ, არ იქნება,
არ დავლიოთ, არ იქნება,
არ იქნება, არაფრითა,
ვერარავინ გაგვიქრება,
ვერვინ გავა კარებიდან.
ვერვინ გავა კარებიდან
და თუ გავა, მოვა ბოლოს,
გაიხაროთ დალევიტა,
ღვინო ვსვათ და გავაბოლოთ.

წყარო: litklubi.ge