ღამეა... ქარი ..

ღამეა... ქარი დაქრის შლეგივით
და ძაღლებივით ღმუიან ქოხები.
მე, ბუხარი და ლანდი იგივე
და გარედ ქარი, ქარი ოხერი.

და ქოხის კარი იღება უცებ,
ვხედავ კარებში არ ჩანს არავინ.
აი, მოველი ვიღაცა უცნობს,
იქნებ მომადგა ღამით მპარავი.

ანდა სხვა არის კაცი კეთილი,
გზადაკარგული, ვით მთაში გზები,
ნახა კარები გადაკეტილი,
კარებს შეეხო და გაიღო კარები ნებით...

ქოხში შემოდის პატარა ძაღლი მეზობლის ეზოდან,
მეზობელმა რომ გამოაგდო უმიზეზოდა.
მოდი, მურია!..

წყარო: litklubi.ge