წვიმაში იდგა თეთრი საყდარი ..

წვიმაში იდგა თეთრი საყდარი,
ეხეთქებოდნენ ქარიშხალები.
იდგა საყდარი, ვით ნატახტარი,
იყო სიკვდილი და მრისხანება.

ზარები რეკდნენ განუწყვეტელნი,
ნისლები იდგნენ შეუცნობელნი,
თითქოს სიკვდილის მაუწყებელნი,
დუმდენ ღმერთები საწყალობელნი.

მე მივდიოდი ქარში, ქვიშაში,
თავაწყვეტილნი რეკდენ ზარები,
ასეთ ავდარში და სიცივეში,
მივალ და ზეცას შევეფერები.

ნუ დამიფარავთ, ზეცის ძალებო,
დე, წვიმაც წვიმდეს განუწყვეტელი...
დაე, დამბღავლეთ, ქარიშხლებო,
თეთრი საყდარის მე ვარ კედელი.

წყარო: litklubi.ge