ვინ ვარ და რა ვარ!


მე მაბრალებენ, თითქოს არ მაქვს არავის ხათრი.
ვარ საზიზღარი, ირონიის ხშირი ტარებით,
პატივცემულებს თითქოს არ ვცემ შესაფერ პატივს
და თითქოს ვიყო მსახიობი აუტანელი.
მე ვინ ვარ, რა ვარ, საით და რატომ,
დე, განგიმარტოთ ამ ლექსმა მარტო.
მე მირჩევნია სასმელებში სასმელად ლუდი,
დასოყოლებლად მირჩევნია ხმელი ძეხვები,
ქალიშვილებზე უფრო მატკბობს შეხედვით მადამ,
მე მადამები შემხვედრია, მაგრამ შეხებით,
ჩვენ ერთმანეთის არასოდეს გვიგვრძნია ცხადად.
და ისე მინდა, ისე მინდა, ისე, ისე, რომ
შუა პროსპექტზე ავათრთოლო მისნი გავანი.
და მერე ლუდი ვნებიანად ერთად ვისურვოთ
და ერთმანეთით, ერთად ვნახოთ ერთი სავანე.
მაგრამ რა ვქნა, რომ ეს ოცნება მექცა ტიალად
და ოცნებადვე დამრჩენია ლუდით შეთრობა,
თუ არ იმარჯვე, მაშინ, ძაო, მადამ კი არა,
თვით უპატრონო ქუჩის ძაღლიც არ მოგენდობა...
და ამიტომაც ეს ოცნება მექცა ტიალად
და ჩემს ბარკლებში... იხრჩობა თანამედროვე.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი