ლექსი და პირობები


მე სევდიანი მაგიდასთან ვიყავ მჯდომელი
და ხელში მეპყრა მე კალამი მოუხეშავი,
მისი ქაღალდზე ხეტიალის ვიყავ მდომელი,
ის გაჯიუტდა, დამაყენა მწერალს დღე შავი,

...და დერეფანში აატირეს ბავშვი უზნეო
და იმა ბავშვმა იტირა და აღარ დადუმდა,
ამასობაში თქვენ წახვედით სადღაც, მუზებო,
ვერრა დამაკლეთ, ლექსის წერას მუზა რად უნდა.

და მე დავწერე იგი ბავშვი როგორ ტიროდა,
თუ ხელი როგორ შემიშალა ლექსის წერისას,
ამ პირობებმა ჩემი ლექსიც განაპირობა,
ამ პირობებში, ვერ დაწერდით სხვები წერილსაც.

მერე კი უფრო აჭრიალდა, როგორც პარკეტი
და თითქოს ვიღაც თითონ უთოს აუთავებდა.
ზედმეტი დოზა გადავკარი კარგი ნარკოტის,
უთო რაღაცას აუთავებდა გაუთავებლად.

და კვლავ მესმოდა იგი ბავშვი როგორ ტიროდა.
ამ პირობებმა ჩემი ლექსიც განაპირობა.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი