უშანგი გაბიტაშვილის ხსოვნას


მხოლოდ მზის სხივი არ ჩერდებოდა
ჩემს თვალებთან დაეჭვებული.
თავწახრილიც რომ ვყოფილიყავი,
მხოლოდ ჩემ გამო,
მილიონობით წლის წინ განსაზღვრულ
ტრაექტორიას იმრუდებდა,
რათა როგორმე თვალის ჭრილში შემოეღწია _
გაღუნული მზის სხივები,
აი, ერთი, რაც ცხოვრებამ დამამახსოვრა.
სხვა არაფერი იქ არ ყოფილა _ ნივთები და ანარეკლები,
ჩემს თვალებთან გაჩერებული,
სხვებთან დარიგდა.
და დაღუნული მზის სხივებიდან
გამოჭრილმა ალფაბეტის ასოებმა
გამომდეს მხოლოდ თავიანთი ბოლოები
ქუთუთოებზე.
სხვა არაფერი იქ არ ყოფილა _
ამიტომაც მოხდა ისე, რომ
პირველივე რეალურ საგანს _
ათას ცხრაას სამოც წელში
ავარიაში მოყოლილი ალბერ კამიუს
ავტომობილს _ თბილისის ქუჩებში
მივესალმე და შევეჯახე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი