შოთა იათაშვილი - ფოტო

შოთა იათაშვილი

პოეტი, პროზაიკოსი

არავინ გაუბანტა

არავინ ათამაშა სახლობანა,
არავინ უმღერა იავნანა,
სუყველამ თავისი სიყვარული,
გადასაკარგავში მიაქანა.

ცხვირი ჩამოუშვა მამამ, დედამ,
ცხვირი ჩამოუშვა ბებიამაც,
პატარა გოგონებს კი უნდოდათ, რომ
ეცეკვათ, ემღერათ და ებრიალათ.

ცხოვრება ასეთია - უთხრეს მკაცრად,
რა დროს ხალისი და ღიღინია,
როდესაც ამქვეყნად სუყველანი 
ბრაზობენ, ჩხუბობენ და იბღვირიან.

უთხრეს და აჩვენეს მაგალითიც -
სუყველა ერთმანეთს გაებუტა,
შემოსწყრნენ ბავშვებსაც და ოქროს თმები
გოგონებს არავინ გაუბანტა.