სულის გადაქანება


კუპლეტები პარიზზე,
პოეტთა ქაქანება.
აჩვენებდა თარაზო
სულის გადაქანებას.

ფიგურები ფრინავდნენ
მარცხენა დაცერებით,
დაიღალნენ თვალები
ბოდლერების ცქერებით.

დაგვამშვიდა როდესაც
შავი თუთის გრილობმა,
არვის გახსენებია,
მარჯვენა დახრილობა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი