ორი ბულბული


მზე გამოვიდა, გაიხსნა გული,
ორი ბულბული მე მიხარია,
ცამ დამავიწყა სიკვდილი უცებ,
ორი ბულბული მე მიხარია.

მზე გამოვიდა, გავყურებ ალვას,
ორივ ბულბული განაბულია,
ისევ მოსულა მარტის პირველი,
და სადღაც თურმე გაზაფხულია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი