შეწებებული კიდეები


ჯერ იყო მეტეხის ეკლესია. 
მერე - ციხე, 
ხოლო მერე ხელოვნების მუზეუმი... 
შემდეგ – მეტეხის თეატრი და 
ბოლოს ისევ ეკლესია. 
ყველა ტურისტი მეტეხზე აჰყავთ. 
ვიღაცას ალბათ ეუბნებიან, 
ვიღაცას – არა, 
რომ ის იყო ჯერ ეკლესია, 
მერე ციხე, მუზეუმი, თეატრი და 
ახლა ისევ ეკლესიაა... 
მერე... არ ვიცით რა იქნება... 
ვიცით ის, რომ 
ერთი დიდი მეტეხია ჩვენი თბილისი – 
ეკლესიაც, მუზეუმიც, ციხეც, თეატრიც. 
აქ მისი ყველა კიდე წებდება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი