შოთა იათაშვილი - ფოტო

შოთა იათაშვილი

პოეტი, პროზაიკოსი

0 275

არა მაქვს საყვავილეს ფორმა ..


არა მაქვს საყვავილეს ფორმა.
არა მაქვს ყვავილის შინაარსი.
მაინც ვიბზარები და ვჭკნები.
საყვავილეები და ყვავილები მემდურიან.
ჰგონიათ, განზრახ ვიჭრები მათ კომპეტენციაში.
ჰგონიათ, ვედრები.
ჰგონიათ, ბზარვას და ჭკნობას
რეპუტაციას ვუფუჭებ ამით.
მაგრამ მე ხომ მხოლოდ
კვდომის საფუძვლებს ვეუფლები მუყაითად.
ეს საგანი მჭირდება.
როგორც მეთუნეობა.
როგორც ბოტანიკა.
არქეოლოგიური მუზეუმები და ჰერბარიუმები
თუ არსებობენ,
არსებობენ ეგვიპტური მუმიებიც.
მათ არა აქვთ ყვავილის ფორმა.
არც საყვავილეს შინაარსი.
და მაინც არ არიან პლაგიატები.
განუმეორებლად იბზარებიან.
განუმეორებლად ჭკნებიან.

ნუ მემდური დედაჩემის ხისტი ხელიდან
გასხლეტილო ვარდის ლარნაკო!
კომენტარები (0)