შოთა ნიშნიანიძე - პოეტი

შოთა ნიშნიანიძე - ფოტო

შოთა ნიშნიანიძე დაიბადა 1929 წლის 18 მარტს, თბილისში. გაიზარდა პლეხანოვზე. დედა _ ქსენია დარისპანის ასული შალამბერიძე, მამა _ გიორგი ნიშნიანიძე

მეთერთმეტე კლასში შოთას უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ ხანას შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა შოთა. ბატონ იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და “ახალგაზრდა კომუნისტში” გაოუქვეყნებია.

ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაქტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.


შ. ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

წყარო: burusi.wordpress.com