0 1576

კოცონის პატრონს..


კოცონის პატრონს კვამლს მიხსენებენ,
მაინც სად ნახეს კვამლი უცეცხლოდ?!
ვისაც სიამით არ ესვენება,
სინდისი როგორ არ გავუკენწლო.
ეს ფარატინა კვამლის ქულები
რად გიცვივდება თვალში ბეწვებად?

დადექით ქარის მიმართულებით
და თვალი კვამლით არ აგეწვებათ.
კომენტარები (0)