ჩემი სტრიქონი ბეწვის ხიდია..

ჩემი სტრიქონი ბეწვის ხიდია,–
წყალმცენარეა თუ ლომის კუდი–
მიზნები ისე ვერ გამიდვია,
რომ არ იხვევდეს, არ ხლართავდეს ცხოვრების მრუდი.
მე გადავდივარ ბეწვის ხიდზე,
მიზანს გავცქერი,
არც ტაში მინდა, არც რეპლიკა, არც ღრიანცელი,
როცა მავთულზე გადის ჯამბაზი
და განსაცდელი მართავს მასკარადს–
(რახან სიმართლეს და რისკს აფასებს)
სდუმს მოკრძალებით,
სდუმს დარბაზი და სდუმს მასხარაც.

წყარო: litklubi.ge