გითხარი...გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი..


გითხარი...გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვით დამტუქსე თან:
„რა ცუდი ყოფილხარ... მომეშვი... გამცილდი...
როგორ გამიბედე თქმა“.
არაო, თავს იქნევ სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ -
როგორი კარგი ხარ შენ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი