1 2821

ერთი ყრუ ვიცი მუსიკოსთა შემფასებელი..


ნოდარ დუმბაძეს

ერთი ყრუ ვიცი მუსიკოსთა შემფასებელი,
როცა რაღაც ვთქვი,–
ყრუ ბეთჰოვენი შემახსენეს და გამაჩუმეს.

ვიცი ერთი ბრმაც (შენ ბრმა უძახე!),
ის კიდევ   ხედვის საიდუმლოს ასწავლის ყველას
და არიგებს დაფნის გვირგვინებს.
როცა რაღაც ვთქვი–
ბრმა ჰომეროსი შემახსენეს და გამაჩუმეს.

ერთ კაცსაც ვიცნობ–წმინდანებში დიდ პატივშია
(მან ამას წინათ ანგელოსის ფრთები იყიდა)
ეშმაა–მეთქი, რომ ვიყვირე,–ჩაიქირქილე...

დიახ, სამივეს კარგად ვიცნობ,
მაგრამ ერთხელაც
თუკი სამივემ მიცნო, ვინა ვარ–
მაშნვე, ჯვარზე გამაკრავენ, ძელზე გამსვამენ,
მეგობართაგან ბევრი ლურსმანს მოარბენინებს.

მე ისევ ქურდი პოეტების იმედით ვრჩები,
ერთი რომელი მოიპარავს იმ ლურსმნებს... ვნახოთ.

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)