0 839

სადგურ ბროწეულაზე


       1941 წლის ივლისში
     გაგონილი სიმღერის ასლი

ვაიმე ჩემო, ვაიმე ჩემო ვენახო,
შორს მივდივარ...შვიდ წელიწადს ვერ გნახო.
ვაიმე ჩემო, ცოლ–შვილო და სახლ–კარო,
უპატრონოდ როგორ უნდა დაგყაროთ.
ვაიმე ჩემო, ხარებო და გუთანო,
მოკლული ვარ, დაკლული ვარ უდანოთ.
რიონის პირ ზღვასავით რომ ქანაობ,
ვინ დაგთესოს, ვინ გაგთოხნოს, ყანაო.
შემოდეგზე ვინ დაგბერტყოს, ნიგოზო,
დევისყელა ჭური ვინ დამიგოზოს.
ქორწილებში ვიღამ უნდა დაგღალოს,
ვიღამ უნდა გაჭიხვინოს არღანო...
შავი კვამლით გაგუდულო ბუხარო,
აგუზგუზდი, მოწყენილი ნუ ხარო.
–გოგო, ნუგეში, ნუგეში,
თავს ჩაგიდებ უბეში,
შენს სიყვარულს გავუძღვები
როგორც ხარი უღელში.

ასე მღეროდნენ იმერეთში...
და იმ დროს უკვე ქერჩი შავი

ჯვრით მოენიშნათ გერმანულ რუკებს.
კომენტარები (0)