სახუმარო


ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.

ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ–შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავათენე შაბათ–კვირე,
თავმოჭრილი ვარ–თქო–დავასკვენი,
ჰოდა, თავისმოკლვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვსძლიო სვე–ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
...........................................................
ღმერთია ჩემი მწყალობელი
მე კი–იმ უღმერთოს მგალობელი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი