ფუტკარი


შენ ღვთის ფიქრი ხარ, ფუსფუსა ფიქრი
მაძიებელი ფიქრი კირკიტა.
გაბრუებული ღვთისაკენ მიჰქრი,
რომ დაიბადოს საქმე ფიქრიდან.
თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი
იმაზე დიდი რა უნდა იყოს,
კაცს თაფლი მისცე,
ღმერთს კი – სანთელი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი