გული ხელისგულზე


პაწია გულო, ვინ გაგიმეტა,
გულო მოკლულო და უსალბუნო –
დაჭრილ ჩიტივით მუჭში მიფეთქავ
და სულს გიბერავ, რომ მოგაბრუნო.
ასე კვდებიან ალბათ ჩიტები,
ასე ჩუმად და ასე უბრალოდ.
ვაიმე, მგონი მართლა მიკვდები.
როგორ გაგათბო, რით გიმკურნალო?
სიცივითა ხარ, გულო, მოკლულო
და სითბო გიხსნის სულ უმნიშვნელო
გავხდები ისევ ცოლის ორგული
მკერდში ჩაგისვამ… სხვა რა გიშველო…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი