სტუმარს ..


სტუმარს არათუ პატივი ვეცით –
აქ ყველა მასპინძელივით ცხოვრობს,
მაგრამ დედის რძე, ბუნების წესით,
შვილებს ეკუთვნითმხოლოდ და მხოლოდ.

ჩვენც ყველა გვიყვარს თუ დაგვიჯერებთ,
მარტო სამშობლო რა სათქმელია,
მაგრამ ეს სისხლი, გულს რომ გვიძგერებს,
მხოლოდღა მისთვის დასაღვრელია…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი