0 3132

კაცი თავის თავს რომ ვერ პოულობს ..


კაცი თავის თავს რომ ვერ პოულობს,
ასე მგონია,
სხვის ადგილს იჭერს.
მოგვიანებით ანდა დროულად
ჩვენ შორის იწვევს ღიმილს და ეჭვებს.
ის ეთვისება თამაშს და ნიღაბს,
ათას სიყალბეს,
ათას სიჭრელეს,
დააბრალებენ რაღაცას იღბლად
და სხვა რა გზა აქვს,
ისიც იჯერებს,
სხვის ხვედრს იჩემებს,
სხვის მოწოდებას,
სინდისისა და ტანჯვის გარეშე.

და რომ მოკდება, ღმერთო შეგცოდე,
მგონია, წვება სხვის სამარეში…
კომენტარები (0)