ვისაც ვუყვარდი ..


ვისაც ვუყვარდი ან ვინც მიყვარდა,
დიდი ხანია მიწას მიბარდა,
ვისაც მოვწონდი ან ვინც მომწონდა
ახლა მიგონებს სულ სხვა კოცონთან.

წასულან ჩემი გაზაფხულები,
სულ ციტებივით გადაფრენილან
და ძველ ადგილთა მონახულება
ტკივილის გარდა არაფერია.

ასეთი განცდა, განცდა უჩვევი
სწორედ იმნაირ წუთებს მაგონებს –
ტკივილს ტკივლით რომ იყუჩებენ
და სიმწრის გემო რომ სიამოვნებთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი