დედაჩემი


მშობელი ჩემი მომკვდარა ადრე,
თურმე ყოფილა მწუხრივით ჩუმი.
შრომელი, ტურფა, შემკული აგრე,
ოქროსთმიანი და აბრეშუმი.

აკვნის მახლობლად ჩამქრელა დედა
არ მოღწეულა ხატება მისი,
როგორ შევიძლო, ვიხილო ნეტავ,
შევიქმენ მხოლოდ შეხვედრის ღირსი!

ედავ, ხატება არ დაგრჩა არსად,
ჭაში ვიცქირო, დამჩემდა სენი.
შენ ხომ იდექი გვიმიან ჭასთან,
ეგებ შიგ ჩარჩა სახება შენი.

ან იქნება შენი ოქროს თმა არი
კოლხურ კერაზე ამდგარი ალი
ეგებ ვაზია შენი ქამარი,
ხეს რომ ეხვევა ცოცხალი კვამლი!

როგორ შეგიცნო,თუ გნახე სადმე!
მოდი, გვალვაში მიგრილი რტოთი,
მე უკუღმართი განგება დავგმე,
რტო დამირხიე, ჩამიქრე შფოთი.

როგორც სკაშია ზუზუნი ფუტკრის _
შენი ხმები მყავს გულის ბუდეში.
არ დამეკარგოს _ სათუთად ვუვლი,
არ გამიფრინდეს ჩემი ნუგეში!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი