ლექსის დაწყება


ლექსის დაწყება ძნელია ასე,
როგორც შენობის საძირკვლის ჩაყრა,
ზღვის მიმოქცევა ვერ ავითვისე,
თუმცა შემიჩნდა სიმღერის მახრა.

ლექსის ამოთქმა არ ვარგა ყელით,
თუ არ ამოყვა სული და ხორცი,
თუ არ დაერთო წყაროს ხმა წრფელი
და მთის ყვავილის მშვენება მორცხვი.

მაინც რა არის სიმღერის ფუძე,
ჩემი წყლული თუ ხალისის სხვისი,
ჟუჟუნა წვიმა ჯეჯილის მძუძე,
თუ მთის ალერსით დაღლილი ნილი?

ან საფანელი რა არის ლექსისი,
ტბაზე ჭავლი თუ სრიალი ტივის,
სატრფოს თვალებში გაკრული კვასი
თუ სურნელება დაზვინულ თივის?

ლექსის დაწყება ძნელია, როგორც
დაძლევა გულში ჩაჟანგულ ეჭვის,
როგორც ვარსკვლავის შერჩევა ცაზე
და ჯაგში ყოფნა დაკარგულ ბეჭდის.

მაინც სად ჰპოვებს ოცნება საკვებს,
ხვავით ვინ ავსებს საგულე კალთას?
ლქსი ჰგავს ნებზე აკვამლულ სარკმელს
და სიბერესთან სიცოცხლის კამათს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი