მოლოდინი


ამაღამ თოვლი სპეტაკ ბეწვებად
ან ვარსკვლავებად დაცვივა გარეთ,
მოქარგავს სარკმელს, მოხატავს კარებს,
სპეტაკ ეზოში პაპაც გვეწვევა,
შორს მარხილები დარეკენ ზარებს,
მოიხმობს თოვლი სუსხიან ქარებს,
ტყეში რტოებიც დაილეწება.

მაღალი ნაძვი, ტანდახუძლული,
როგორც სტუმარი, ჩვენთან შემოვა.
თითქოს იპოვა თბილი კუნძული,
ამოუდგება გვერდში სამოვარს.
გარეთ დაიწყებსზამთარი შფოთვას,
ნაძვი შეამკობს მხურვალე ოთახს
და გაუმართავს ბავშვებს საუბარს.

ტანშებუდნულნი ნაძვის ტოტებთან
მოვლენ მხედრები თეთრი რაშებით,
ბავშვებს ზაფხული მოაგონდებათ,
გაერთობიან ჩვენი ბავშვები,
შემდეგ დუმილი დაწვება გარეთ,
ისევ მარხილი შეკრთობს მხარეს,
მოაწყდებიან კარებს შაშვები.

ოთახში მყოფი კატა ფხიზელი,
ხატაური და სხვისი მხმობელი,
ჩაივლის ნაძვთან დარბაისელი,
ზამთრის სიცივის უარმყოფელი,_
მე კი გავაღებ ოთახის კარებს,
და როს დავხედავ თოვლიან მხარეს,
მომაგონდება ჩემი სოფელი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი