გულის ჯიბით დამაქვს ..
გულის ჯიბით დამაქვს: მამის გამომშრალი თუთუნის და ძილის წინ დედის ახლადშეღებილი თმის სუნი, სიზმარი – გუდიანი კაცი ჩემს ძმას მიარბენინებს, აკვარელით დახატული - გუშინ, ურითმო ლექსებად გადმოწერილი - დღეს და ღმერთის დავთარში ჩანიშნული - ხვალე; თოკის გორგალი აღმართისთვის, და ყველა უკან დაგორებული ლოდი, წვიმიანი დღის აუცილებელი მოწყენილობა, მზე ჩემს ჩაის ჭიქაში დილაობით და შენი სხვაგან გატარებული ღამეები. ნუ ჩაყოფ ხელს ჩემს გულის ჯიბეში...
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი